ემანუელ მაკრონი - დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ პუტინმა მოატყუა

დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ პუტინმა მოატყუა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მიხვდა, რომ როდესაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, ის მშვიდობისთვის მზად იყო, მან მოატყუა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის „სიბრაზე მოქმედებაში გადაიზრდება“.

„ვნახეთ, რომ დონალდ ტრამპმა სიბრაზე გამოხატა. ახლა იმედი მაქვს, რომ ეს მოქმედებაში გადაიზრდება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა.

„არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ყოველთვის კარგად ვუგებდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს აგზავნის და ხალხს კლავს და ეს არ მომწონს. არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს. ოდნავადაც კი არა. ის ხალხს კლავს. ამ კაცს რაღაც დაემართა და ეს არ მომწონს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მოგვიანებით ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი „აბსოლუტურად გაგიჟდა“.

„ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. უკრაინის ქალაქებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რაკეტებსა და დრონებს ესვრიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა