ბეჟან ჯავახია - აღლუმის ნაწილი ვნახე, ძალიან სუსტი იყო - ეს არის რუსული რეჟიმი

ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი უკვე და ყველა დაპატიმრებული არის რუსეთის ტყვე, ისინი იმიტომ დააპატიმრეს, რომ რუსეთი არ უნდათ, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა ბეჟან ჯავახიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

ჯავახიას თქმით, “ქართული ოცნების” ყველა ქმედებაში ჩანს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი.

“დღეს აღლუმის რაღაც ნაწილი ვნახე, რომელიც არ ჩატარებულა ამ 12 წლის განმავლობაში საერთოდ. ძალიან სუსტი იყო, ძალას არ აღაფრთოვანებდა, პირიქით. თვითონ პრეზიდენტიც, რაღაც კარიკატურა გახდა. დიპლომს არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც მეტყველებას, როგორ შეუძლია ილაპარაკოს, წარმოდგენები ჰქონდეთ პრეზიდენტზე, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ყველაფრის დისკრედიტაცია - როცა უნდა, პარტიები მოხსნას, თვითონ შექმნას ოპოზიციური პარტია, თუ სჭირდება, თვითონ გააუქმოს პარტიები.

ის, რასაც ახლა თეა წულუკიანი აკეთებს, ასეთი ფორმა არცერთ “ტროიკას” არ გაუკეთებია. ჯერ ერთი, ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ეს კომისია, არ არის ოპოზიცია, არც ეს ხალხია ოპოზიცია. მეორე, გამოძიება უნდა ეწარმოებინა წინასწარ ამ საქმეებზე, რომლებზეც იქ მოჰყავს ახლა მოწმეები. მათ ხელში ხომ იყო საგამოძიებო ორგანოები, არ უწარმოებია.

ის სამხედროები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ყველა გაქრა, მოკლეს… მებრძოლთა სია რუსებს გადასცეს, ვინ სად იბრძოდა. აბსოლუტურად ღიად ჩანს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი. ამერიკელებს და ევროპელებს საზღვარზე არ უშვებენ და რუსებს უშვებენ. შემთხვევით არც გავრილოვი მოხვედრილა იმ სკამზე.

ჩვენ ახლა ისეთ იმიჯს ვქმნით, რომ ეს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული და ეს პატიმრები დემოკრატიის გამო არიან დაკავებულები. მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი უკვე და ყველა დაპატიმრებული არის რუსეთის ტყვე, ისინი იმიტომ დააპატიმრეს, რომ რუსეთი არ უნდათ”, - განაცხადა ბეჟან ჯავახიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება