თინა ბოკუჩავა - დღეს არის რეჟიმი, რომელიც ხელყოფს მრავალი თაობის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას - დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას

დღეს რუსთაველის გამზირზე სახალხო ზეიმია, თუმცა ამ სახალხო ზეიმში არ არის რუსული ოცნების რეჟიმის ადგილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ინტერპრესნიუსთან“ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი მოქმედებებით ყოველდღიურად ხელყოფს მრავალი თაობის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას.

„დღეს რუსთაველის გამზირზე, სადაც მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები დგანან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი ეროვნული, სახალხო ზეიმია, თუმცა ამ სახალხო ზეიმში არ არის რუსული ოცნების რეჟიმის ადგილი. ეს არის რეჟიმი, რომელიც საკუთარი მოქმედებებით ყოველდღიურად ხელყოფს მრავალი თაობის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ასეთივე ერთობით, როგორსაც ვხედავთ აქ, ქართველი ხალხი დაიბრუნებს კვლავ ძალაუფლებას და ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია