ანა დოლიძე - გავერთიანდეთ და გავაერთიანოთ სრულიად საქართველო მერაბ კოსტავას ფასეულობების გარშემო

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო.

მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ გაერთიანდეს და ქვეყანა მერაბ კოსტავას ფასეულობების გარშემო გააერთიანოს.

“დღეს არის მერაბ კოსტავას დაბადების დღე. ადამიანის, რომელმაც მისი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა. სწორედ მერაბ კოსტავას მსგავსი ადამიანების თავდადებამ მოიყვანა ჩვენი ქვეყანა ამ დრომდე და შეგვინარჩუნა თავისუფლება. ეს თავისუფლება კი “ქართული ოცნების” რეჟიმმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა და ამოცანა გავერთიანდეთ და გავაერთიანოთ სრულიად საქართველო მერაბ კოსტავას ფასეულობების გარშემო. სწორედ ეს ფასეულობებია თანამედროვე სახელმწიფოს საფუძველი”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს