მარკო მიხელსონი ქართველ ხალხს - თქვენ დემოკრატიას, თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს იცავთ, მარტო არ ხართ - განაგრძეთ ბრძოლა ქართული სულისთვის, სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და თავისუფალი მომავლისთვის

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„თავისუფლებისმოყვარე საქართველოს ხალხს! ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ თქვენთან ერთად დიდი აღტაცებითა და ურყევი სოლიდარობით ვდგავართ. თქვენ ამაყი ტრადიციების შთამომავლები ხართ, იმ მიწის დამცველები, სადაც მდინარეებში სიმამაცე მოედინება და მთებში წინააღმდეგობის ხმა გაისმის. ტირანიისა და უსამართლობის წინააღმდეგ თქვენ აღსდექით, როგორც ძლიერი, ამაყი და ერთიანი. დაე, დღეს თქვენი დროშა მაღლა აფრიალდეს, როგორც თქვენი მტკიცე ნების, მშვიდობის სიყვარულისა და თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მიმართ ურყევი ერთგულების სიმბოლო. დიდება საქართველოს, თავისუფალსა და ამაყს!“, - წერს მარკო მიხელსონი.

მისი თქმით, ქართველი ხალხი მსოფლიოს შეახსენებს, თუ რას ნიშნავს თავისუფლების სიყვარული.

„თქვენ ზეწოლის, დაშინებისა და უცხოური ჩარევის წინაშე მტკიცედ დგახართ. თქვენ დემოკრატიას, თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს იცავთ. მარტო არ ხართ. განაგრძეთ ბრძოლა ქართული სულისთვის, სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და თავისუფალი მომავლისთვის. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - აცხადებს ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს