სალომე ზურაბიშვილი - კარგად შეიგნეს პარტნიორებმა, რომ ერთი მხრივ დგას საქართველო, რომელსაც უნდა საკუთარი მომავალი ევროპაში და მეორე მხრივ ადამიანები, რომელნიც არაფერს და არავის წარმოადგენენ, გარდა საკუთარი და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებისა

ის მუშაობა, რაც ჩვენს პარტნიორებთან ჩატარდა, ჩემი და სხვების, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ეს არის ერთობლივი მუშაობა, თუნდაც ზოგჯერ სხვადასხვა პარტიის, სხვადასხვა ადამიანის, პიროვნებისვე, კულტურის სფეროსი, ყველამ ერთად იმუშავა , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ მიაღწია იმას, რომ “არჩევნებიდან 7 თვის მერე ეს არალეგიტიმური მთავრობა არაა აღიარებული”.

“მეორე შედეგია სანქციები, რომლებიც პირდაპირ ეხება იმ ადამიანებს, რომლის პასუხისმგებლობაა ის სასტიკი ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყანაში. სანქცირებულნი არიან ისინი, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში და რუსეთს ეთანამშრომლებიან. ეს არის ამ სანქციების მხოლოდ დაწყებული ტალღა, რომელიც გაგრძელდება და რომელიც ეხება პასუხისმგებელ პირებს და არა ქართველ ხალხს. ეს განსხვავება საქართველოსა და იმ ე.წ. ხელისუფლებას შორის, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად შეიგნეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ერთი მხრივ, დგას ის საქართველო, მთლიანი საზოგადოებას, რომელსაც უნდა საკუთარი მომავალი ევროპაში, თავისუფლებაში და დამოუკიდებლობაში და მეორე მხრივ, დგანან ადამიანები, რომელნიც არაფერს და არავის არ წარმოადგენენ გარდა საკუთარი და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებისა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ