სალომე ზურაბიშვილი - უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს ნდობით - „ქართული ოცნების“ ერთადერთი ბერკეტია, რაც ყველა  დიქტატორული რეჟიმის ხერხია: „დაყავი და იბატონე“ და ეს არ უნდა დავუშვათ

უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, ისეთი ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს თქვენი ნდობით და ჩვენი პარტიების ნდობით - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოებასა და პარტიებს შორის დაპირისპირება და დაყოფა შემოიტანოს, რაც არ უნდა დავუშვათ.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტარული ერთობა - “ქართული ოცნების”, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოიტანოს დაყოფა, ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი: "დაყავი და იბატონე' - და ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს