გია ხუხაშვილი - ოპოზიციაში არც გეგმა ჩანს, არც ლიდერობა, არც პოლიტიკური ქმედებები - ერთმანეთს ვერ იტანენ, რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა, ალიკაპი ააკრას პირზე?

ოპოზიციაში ერთმანეთს ვერ იტანენ, რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა, ალიკაპი ააკრას პირზე? - ასე უპასუხა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემის “360 გრადუსის” წამყვანის კითხვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებ, რომ მათ მოლოდინი ჰქონდათ, მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერად შედგებოდა.

ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციისგან არანაირი პოლიტიკური გეგმა და ქმედებები არ ჩანს.

“როგორ შეძლებდა (სალომე ზურაბიშვილი ლიდერობას), თუ ესენი {ოპოზიციაში} ერთმანეთს ვერ იტანენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, თავი ვერ შეუკავებიათ ერთმანეთის გინებისგან და რა უნდა ქნას სალომე ზურაბიშვილმა, ალიკაპი ააკრას პირზე? გარდა ამისა, არც გეგმა ჩანს, არც მათი ლიდერობა ჩანს ამ პროცესში, არ ჩანს პოლიტიკური ქმედებები მათი მხრიდან”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს