„ძლიერ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ბათუმში აქციაზე კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს

ბათუმში, აქციაზე „ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს. ამის შესახებ „ძლიერ საქართველოში” განაცხადეს.

„პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. სხვა დეტალები არ ვიცით“, - აცხადებენ კოალიციაში.

ასევე, აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასთან მივიდნენ და ლუკა ნაცვლიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, უცნობია, რატომ მოხდა მისი დაკავება.

“არ ვიცით რისთვის დააკავეს, ადვოკატიც ვერ ახერხებს შესვლას, ვითხოვთ განმარტებას სამართალდამცავებისაგან”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.

დამატებით დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს