ფრიდრიხ მერცი - გერმანიამ, შესაძლოა, სლოვაკეთისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი განიხილოს

გერმანია ევროკავშირის მიერ სლოვაკეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხს განიხილავს, თუ ქვეყანა ბლოკის საერთო მიმართულებიდან გადახვევას განაგრძობს, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა WDR Europaforum-ის კონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მას უნგრეთისა და სლოვაკეთის შესახებ კითხვა დაუსვეს.

მერცის თქმით, წევრი სახელმწიფოები, რომლებიც არღვევენ კანონის უზენაესობას, შეიძლება შესაბამისი სამართალწარმოების წინაშე აღმოჩნდნენ და ყოველთვის არსებობს მათთვის ევროპული დაფინანსების შეჩერების ვარიანტი.

„თუ ეს საჭირო იქნება, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. თუ ამ კურსს გავაგრძელებთ, ვერ ავიცილებთ თავიდან უნგრეთთან და სლოვაკეთთან ამ კონფლიქტს. ვერ დავუშვებთ, რომ მთელი ევროკავშირის გადაწყვეტილებები მცირე უმცირესობაზე იყოს დამოკიდებული და რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს უფრო მკაფიო სიტყვები და შესაძლოა უფრო მკაცრი კონფლიქტები“, - აღნიშნა მერცმა.

Bloomberg-ი წერს, რომ სლოვაკეთი ბრიუსელში სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობამ ევროკავშირის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკა აირჩია და უფრო მეტად დაუახლოვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. ფიცომ კრიტიკა დაიმსახურა მოსკოვში ვიზიტის გამოც, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე