ირაკლი კობახიძე - დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, კონსტიტუციურ პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი, გამონაკლისი შემთხვევა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, რაც არის იშვიათი პრაქტიკა და ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს მთავრობა მრავალ პროექტს ახორციელებს.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე - ეს დღე ეძღვნება ასი ათასობით ქართველს, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწევს, დღეს, ცხოვრება და მოღვაწეობა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, კონსტიტუციურ პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი, გამონაკლისი შემთხვევა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველოს მთავრობა ახორციელებს მრავალ პროექტს, რომელიც ამ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისკენ არის მიმართული. თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე და სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი, საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს.

„საქართველო გასული წლების განმავლობაში გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის - გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამ სფეროში ისეთ წამყვან ქვეყანასთან ერთად, როგორიც ირლანდიაა. ამასთან, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც იგი უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში. დიასპორასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ჩვენმა პრაქტიკამ ფართო აღიარება მოიპოვა ისეთ ფორუმებზე, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა, დიასპორის გლობალური სამიტი. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ