„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ნინო ოხანაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 28 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე - გუნდის შექმნა და მართვა, რომელსაც ნინო ოხანაშვილი გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, სტარტაპის ან სხვა ტიპის ბიზნესისთვის ეფექტური გუნდი ჩამოაყალიბოს და მართოს.

შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას იმაზე, თუ როგორ უნდა აქციონ გუნდი საკუთარ სტრატეგიულ უპირატესობად. განხილული იქნება ის მთავარი პრინციპები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამედროვე სტარტაპებს ეფექტური გუნდის ფორმირებასა და თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარებათ.

ლექცია უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • როგორ ავარჩიოთ გუნდის წევრები კომპანიის ღირებულებებისა და საჭირო კომპეტენციების მიხედვით?
  • როგორ დავანაწილოთ როლები ისე, რომ გუნდში არსებობდეს თანამშრომლობის კულტურა?
  • როგორ შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, რაც გუნდის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს?
  • რა პრაქტიკული მიდგომები გამოიყენება წარმატებულ სტარტაპებში გუნდის ეფექტური მართვისთვის?

ლექცია ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში, 28 მაისს, 20:00 საათზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი აზროვნების აკადემიის ვებსაიტზე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლების პლატფორმისბიზნეს 360°ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის