„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ნინო ოხანაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 28 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე - „გუნდის შექმნა და მართვა“, რომელსაც ნინო ოხანაშვილი გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, სტარტაპის ან სხვა ტიპის ბიზნესისთვის ეფექტური გუნდი ჩამოაყალიბოს და მართოს.

შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას იმაზე, თუ როგორ უნდა აქციონ გუნდი საკუთარ სტრატეგიულ უპირატესობად. განხილული იქნება ის მთავარი პრინციპები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამედროვე სტარტაპებს ეფექტური გუნდის ფორმირებასა და თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარებათ.

ლექცია უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • როგორ ავარჩიოთ გუნდის წევრები კომპანიის ღირებულებებისა და საჭირო კომპეტენციების მიხედვით?
  • როგორ დავანაწილოთ როლები ისე, რომ გუნდში არსებობდეს თანამშრომლობის კულტურა?
  • როგორ შევქმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, რაც გუნდის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს?
  • რა პრაქტიკული მიდგომები გამოიყენება წარმატებულ სტარტაპებში გუნდის ეფექტური მართვისთვის?

ლექცია ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში, 28 მაისს, 20:00 საათზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი აზროვნების აკადემიის ვებსაიტზე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლების პლატფორმის — ბიზნეს 360° — ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის