საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთათვის, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სამეცნიერო პროექტების მიმართულებით საერთაშორისო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე მორიგი ღია საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა მეცნიერ-მკვლევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ისა და განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის - ERASMUS+ ფარგლებში საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობების, მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო კონკურსებისა და საგრანტო მიმართულებში სიახლეების შესახებ.

„გიორგი მიქიაშვილის თქმით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ღია საინფორმაციო შეხვედრების მოქნილი ფორმატი უნივერსიტეტის მეცნიერებს დახმარებას უწევს კვლევების განვითარებაში, რაც გულისხმობს როგორც დაფინანსების შესაძლებლობების მოპოვებას, ასევე, უნივერსიტეტის მასშტაბით, საგრანტო წინადადებების შემუშავებას და უკვე დაფინანსებული პროექტების მართვის კოორდინირებას.

შეხვედრაზე გიორგი მიქიაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა კვლევითი პროექტების დაფინანსების პირობებსა და სქემებზე.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდა ჰორიზონტი ევროპის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკა ქემოკლიძე, რომელმაც უნივერსიტეტის მეცნიერებს კონსულტირება გაუწია და მათ შეკითხვებს უპასუხა.

როგორც შეხვედრის დასასრულს გიორგი მიქიაშვილმა აღნიშნა, საგრანტო დაფინანსებისათან დაკავშირებული საგრანტო წინადადებების მომზადების მიმართულებით უნივერსიტეტის მეცნიერებს ქმედით დახმარებას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის თანამშრომელი ანა ტყემალაძე აღმოუჩენს.

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე, სტუდენტების საგრანტო საქმიანობის კულტურის დანერგვა-პოპულარიზაციის, მასში თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართვის, კვლევითი პროგრამების ფართო სპექტრის განვითარებისა და განხორციელების მხარდამჭერის მიზნით, ღია საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის