ირაკლი კობახიძე - ამხელა ორგანიზების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს და სალომე ზურაბიშვილმა ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ვაანონსებდით - თვითონაც არ უნდათ რიგგარეშე არჩევნები, რადგან იციან, რომ აბსოლუტურად დაღუპულები არიან

გუშინ, ამხელა ორგანიზების, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გუშინ „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით გამართულ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღეს „რადიკალური ოპოზიციას“ არც რადიკალიზაციის და არც არჩევნებში მონაწილეობის რესურსი არ აქვს.

„გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის სრულად მოშლილი. გუშინ, ამხელა ორგანიზების შემდეგ, სარეკლამო კამპანიების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე და სალომე ზურაბიშვილმა ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით. ეს არის ოპოზიციაში დღევანდელი რეალობა. ამიტომ როდესაც საუბარი აქვთ მათ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში, თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ, რომ იციან, არიან აბსოლუტურად დაღუპულები. უკვე საჯაროდ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. არც კი აწყობთ. რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ აწყობთ, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან, ვიდრე დამარცხდნენ გასული წლის ოქტომბერში. ეს არის ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. არავისთვის, მათ შორის არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მოვიდოდა. თუმცა 3 ათასი კაცის ფონზე, რა თქმა უნდა, მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. არაფრის რესურსი არ აქვთ. არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის, არაფრის რესურსი არ აქვთ. აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში