„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ დაარსებიდან დღემდე ქართული ტრადიციული მუსიკის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს. ფონდი 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით „სმარტ კაპიტალ ჯგუფისა“ და მისი დამფუძნებლის ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაარსდა. ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული ტრადიციული მუსიკალური მემკვიდრეობის ინტეგრაცია თანამედროვე საზოგადოებასა და საგანმანათლებლო სივრცეებში, როგორც პრაქტიკული სწავლების, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებების ხელშეწყობით.

2019 წელს საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ნანა გოთუას ინიციატივით დაარსდა სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ –ფონდის პროექტების ხელშემწყობთათვის განსაკუთრებული პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატად. ჯილდო გადაეცათ ანზორ ერქომაიშვილს, ტრისტან სიხარულიძეს, ჯემალ ჭკუასელს, საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურებსა და სხვა ღვაწლმოსილ პირებს.

რამდენიმე დღის წინ, „გორდელაძეების მომღერალი ოჯახის“ აუდიოალბომის პრეზენტაციაზე, ფონდის დამფუძნებელმა ნანა გოთუამ ჯილდო გორდელაძეების 8 შვილის დედას – ნათია ღაჟონიას გადასცა, შვილების სანიმუშო აღზრდისა და საოჯახო სასიმღერო ტრადიციების დაცვა-პოპულარიზებისთვის.

ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც „მადლიერების ჩიტი“ დედობისა და საოჯახო ტრადიციების შენარჩუნებისთვის გაიცა. საქველმოქმედო ფონდისათვის დიდი პატივია მრავალშვილიანი დედის ღვაწლის დაფასება.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება