ირაკლი კობახიძე - საინტერესო არაა, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე - ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როცა გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ქართულ კულტურას არ შეესატყვისება

საინტერესო არ არის, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას, - ასე ეხმაურება პრემიერი ირაკლი კობახიძე კითხვას, რომელიც ეხებოდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ გამოძიების დაწყების ბრძანებას ერეკლე გეწაძის მიერ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთან დაკავშირებით.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პირველ რიგში, ყველამ საკუთარ კულტურას უნდა მიხედოს.

„ჩემთვის საინტერესო არ არის, რა კომენტარს აკეთებს რუსული მხარე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა დროშაზეა საუბარი, როდესაც გამოდიხარ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე და ასეთ რაღაცას აკეთებ, ნამდვილად არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ეს არის უკულტურობა. მე არ მაინტერესებს რუსული მხარის კომენტარები ამ თემაზე. არა მგონია ეს სერიოზული იყოს. პირველ რიგში, ყველამ საკუთარ კულტურას უნდა მიხედოს“,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის "შეურაცხყოფის ფაქტზე" გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს. უფრო ადრე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკალურ ფესტივალზე ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ "რუსეთის დროშა შეურაცხყო".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის