სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული

დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისი ომი არ არის. ის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული. ეს, ზოგადად, მისი და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი ინიციატივა იყო“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უმასპინძლოს.

„ჩვენ მზადყოფნა ადრეც გამოვხატეთ, რომ ასეთ ღონისძიებას ვუმასპინძლოთ და ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ. გულწრფელად რომ ვთქვა, ამას ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ. ჩვენ გვსურს, რომ ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწიოს“, - აღნიშნა ფიდანმა.

ლავროვის თქმით, „სტამბოლი ძალიან კარგია“.

„რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, მე კვლავ ჩვენს თურქ მეგობრებს მივმართავდი. სტამბოლი ძალიან კარგია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს