გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიას არ აქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით და ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორს დავუტოვებთ შვილებს.

„გუშინ დიდი დღე იყო, ყველამ ერთად ვიზეიმეთ და მერწმუნეთ, ეს ის დღეა, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური გემოვნება და შეხედულება გვაქვს. ეს არის ჩვენი სამშობლოს, საქართველო დღე.

რაც შეეხება პარტიას, მოგეხსენებათ, 4 წლის წინ, ჩვენ ყველამ დავაფუძნეთ პოლიტიკური ძალა „საქართველოსთვის“. ეს 4 წელი იყო რთული. მადლობა ერთგულებისთვის, ბრძოლისთვის, იმ დიდი წნეხისთვის, რომელსაც თითოეულმა თქვენგანმა გაუძლო.

მინდა გითხრათ, რომ დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ვშრომობთ, რომ არანაირი გარანტია, რომ მომავალი წელი და წლები უფრო მსუბუქი იქნება, არ გვაქვს. დარწმუნებულ ვარ, ასეთი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბრძოლები გამოვიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამწუხაროდ ან საბედნიეროდ არ გვაქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით. ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა, ის, თუ როგორ მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია ქვეყანას. ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორ ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს“, - აღნიშნა გახარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის