გიორგი გახარია - გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში გამოძიება მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის არსებობს - როცა კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც უნდოდა, ის შედეგი დაიდო, შედეგი სამართლიანია თუ არა, არავის ადარდებს

როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის.

„არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამ სიტყვებს არ გავიგებ. ეს ყველაფერი მეორე, მესამე, მეოთხე წყაროებიდან საუბარი... არ ვიცი. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო. ეს შედეგი სამართლიანი არის თუ არა, ეს არავის ადარდებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა მოვუსმინოთ გიორგის, რას იტყვის“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა