რობერტო ფიცო - გერმანიის კანცლერის სიტყვები თანამედროვე ევროპაში აბსოლუტურად მიუღებელია - თუ არ დავემორჩილებით, რა მოხდება, სასჯელი? ეს არ არის ერთიანობისა და თანამშრომლობის ძიების გზა

ფრიდრიხ მერცის განცხადება მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომლის თანახმადაც „გერმანია ევროკავშირის მიერ სლოვაკეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხს განიხილავს, თუ ქვეყანა ბლოკის საერთო მიმართულებიდან გადახვევას განაგრძობს“.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, „სლოვაკეთი პატარა მოსწავლე არ არის, რომელსაც ლექციების წაკითხვა სჭირდება“.

„სლოვაკეთის სუვერენული პოზიცია ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება. გერმანიის კანცლერის სიტყვები თანამედროვე ევროპაში აბსოლუტურად მიუღებელია. თუ არ დავემორჩილებით, რა მოხდება, სასჯელი? ეს არ არის ერთიანობისა და თანამშრომლობის ძიების გზა. იმედი მაქვს, ამ საკითხს გავარკვევთ, რადგან კომუნიკაციის ეს სტილი შედეგის მომტანი არ არის“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც არღვევენ კანონის უზენაესობას, შეიძლება შესაბამისი სამართალწარმოების წინაშე აღმოჩნდნენ და მათთვის ევროპული დაფინანსების შეჩერების ვარიანტი არსებობს.

„თუ ეს საჭირო იქნება, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. თუ ამ კურსს გავაგრძელებთ, ვერ ავიცილებთ თავიდან უნგრეთთან და სლოვაკეთთან ამ კონფლიქტს. ვერ დავუშვებთ, რომ მთელი ევროკავშირის გადაწყვეტილებები მცირე უმცირესობაზე იყოს დამოკიდებული და რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს უფრო მკაფიო სიტყვები და შესაძლოა უფრო მკაცრი კონფლიქტები“, - აღნიშნა მერცმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში