ანა დოლიძე - „ოცნებამ“ ტროლები შემომიყარა ვიდეოზე, მერაბ კოსტავას საფლავზე როგორ ახვედიო, მათგან არავინ ავიდა - ქადაგიშვილი და ვოლსკი სად მივა, მაგათი დამხობილია ეროვნული ხელისუფლება

ოჯახის დღეო და ანადგურებენ ოჯახებს, 26 მაისიო და ყვავილი არ მიიტანეს მერაბ კოსტავას საფლავთან, - ამის შესახებ პარტია ,,ხალხისთვის" თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე" დაწერა.

"ჩემო საყვარელო ხალხო, 145 000 ნახვა აქვს მერაბ კოსტავას საფლავზე ჩემს მისვლას ერთ დღეში. ვიცი, რომ გიყვართ, გახსოვთ და გტკივათ. მეწყინა რომ რიგები არ დამხვდა იქ, რიგები ბავშვების, ხალხის. არა უშავს, ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ ჩვენი დიდი გმირების ხსოვნის დასაცავად. ,,ოცნებამ" ტროლები შემომიყარა, გაგიჟდნენ, რადგანაც არ მივიდა მათგან არავინ, ცარიელი სიტყვებია მაგათი საუბარი, მილოცვები და იმიტომ. ოჯახის დღეო და ანადგურებენ ოჯახებს, 26 მაისიო და ყვავილი არ მიიტანეს მერაბის საფლავთან. ხუნტის სულის გამგრძელებლები არიან: ვოლსკი და ქადაგიშვილი სად მივა, მაგათი დამხობილია ეროვნული ხელისუფლება. რას ვიზამთ, ჩვენ ვაცოცხლოთ რაც არის სიმართლე და გავიმარჯვოთ მისით", - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე".

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ