რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით შეტავა განხორციელდა - აეროპორტებში, უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 33 დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

„საჰაერო თავდაცვა აგრძელებს მტრის დრონების თავდასხმის მოგერიებას. განადგურებულია ოთხი დრონი, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ახორციელებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ზარალი ან მსხვერპლი არ არის. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ“, - აღნიშნა სერგეი სობიანინმა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის