სერგეი ლავროვი - რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„სტამბოლში 16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე ჩვენ დისკრიმინაციული კანონების გაუქმება მოვითხოვეთ და ამას პირდაპირი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დროსაც გავაგრძელებთ, რომელსაც ძალიან მალე გამოვაცხადებთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, მაგრამ რუსეთის მოთხოვნები უკრაინის არაბირთვული და ნეიტრალური სტატუსის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

„უკრაინის არაბირთვული და ნეიტრალური სტატუსის შესახებ რუსეთის მოთხოვნები ნებისმიერი მოგვარების ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ეს 2022 წლის აპრილში სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე იყო გათვალისწინებული. მოლაპარაკებები ომზე უკეთესია, მაგრამ წარმატების მისაღწევად კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაა აუცილებელი, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი არაერთხელ გაუსვა“, - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე