ხატია დეკანოიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება, ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ

ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება. ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ. კობახიძეს და მის ე.წ. მინისტრებს არავინ აღიარებს,-ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ივანიშვილის ამოცანაა რუსული საქართველო.

„ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება.

ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ.

კობახიძეს და მის ე.წ. მინისტრებს არავინ აღიარებს.

ივანიშვილის ამოცანაა რუსული საქართველო. არანაირი სხვა გზა „ქოცებს“ არ გააჩნიათ“,- წერს დეკანოიძე.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე, მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

“ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე