სერგეი გავრილოვი - ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსულ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტი დაგმო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ, ეს საქციელი ბანალური თავხედობაა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ სცენაზე დროშასთან დაკავშირებით ჩადენილი კადნიერი საქციელი გამბედაობის აქტი კი არა, ბანალური თავხედობაა. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც ინციდენტი დაგმო“, - განაცხადა გავრილოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთსა და საქართველოს აკავშირებს საუკუნოვანი საერთო ისტორია, ნათესავები, ენა, ტრადიციები და მომღერლის საქციელს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ქართულ ღირებულებებთან.

რუსი დეპუტატის თქმით, მომღერლის საქციელი "უნიჭო თვით პიარია" და ის რეალური, პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებისგან უნდა განაცალკეონ.

„ეს არაა გამოხატვის თავისუფლება, ეს არის სრული უტვინობა, პირდაპირი და სულელური შეურაცხყოფა“, - აღნიშნა გავრილოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე