კახა კალაძე - აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა მნიშვნელოვანია - აშშ უნდა იყოს მეგობარი და არა მბრძანებელი

ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ის დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო, კატეგორიულად მიუღებელია - ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

კალაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარს თავად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განმარტავს.

„დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განმარტებას. თუმცა მე გეტყვით ჩემს პირად დამოკიდებულებას. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო, კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი. ეს დამოკიდებულება, რომ ურთიერთობები უნდა აღდგეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მეგობრული და პარტნიორული.

დასანქცირებულია ჩვენი ქვეყნის რამდენიმე თანამდებობის პირი, დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი, თან რის გამო?! რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის მივეცით შესაძლებლობა, რომ იმავე პროცესები წარმართულიყო საქართველოში, რაც უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არავის ვერჩით და არავის ვებრძვით. ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს.გუშინ ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ. ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ დაიწყოს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან და მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა“, - განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე, მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო