კაია კალასი - ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში და ძალის არაპროპორციული გამოყენება დაუშვებელია

ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში, ძალის არაპროპორციული გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი დაუშვებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაში.

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მუდმივად მიზანში ამოღება მიუღებელია. მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენისკენ, რაც გამოიწვევს ყველა მძევლის გათავისუფლებას და საომარი მოქმედებების სამუდამოდ დასრულებას მოლაპარაკებების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისი თქმით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული დახმარება არასდროს არ უნდა იყოს პოლიტიზებული ან მილიტარიზებული.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოდის დახმარების დაუყოვნებლივი, შეუფერხებელი და მდგრადი განახლებისაკენ მოწოდებით, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულთა მიმართ მიმდინარე ძალადობას.

„დაშინების კამპანიები, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, ქონებისა და სახლების განადგურება და დაწვა იწვევს პალესტინური თემების გადაადგილებას. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები ამ საკითხის მოსაგვარებლად და უზრუნველყოს, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ“, - აღნიშნულია კალასის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა