საქართველოს ბიზნეს ასოციაციში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობთ, შეხვედრაზე საუბარი როგორც ბიზნესგარემოსა და სექტორში არსებული განწყობებსა და მოლოდინებს, ისე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს შეეხო. ასევე ყურადღება გამახვილდა, შრომის ბაზარზე არსებული პრობლემებზე, რომელიც უკვე მეორე წელია მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა ბიზნესის საინვესტიციო აქტივობების კუთხით.

საუბარი ასევე ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობისა და მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასაც შეეხო.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლობას BAG ინდექსის პირველი კვარტლის შედეგები გააცნო, სადაც აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მეორე კვარტლის შედეგებზე მუშაობა, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დაფუძნების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა შორის სავალუტო ფონდს გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფონდის მისია ვიზიტის დროს გამოთქვამს სურვილს ესტუმროს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მოისმინოს ბიზნესში არსებული განწყობები და შეფასებები. ამჯერადაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები და მიმდინარე გამოწვევები განვიხილეთ, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს სექტორზე, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს