ლევან ხაბეიშვილი - სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით არჩევნებს არასდროს ჩაატარებს - გარკვეულ ჯგუფებს რომ მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, არანორმალურია

გარკვეულ ჯგუფებს უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის ინიციატივით გამართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, რადგან „ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი“,

„მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ყველას ესმოდეს, რომ სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით საქართველოში არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებს. შესაბამისად, გარკვეულ ჯგუფებს რომ უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია. აქ შეკრებილი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვთანხმდებით ერთ რამეზე, ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი „მესიჯი“ გვაქვს საზოგადოებისთვის: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი, სადაც ის სხვადასხვა მსახიობებს შესთავაზებს სხვადასხვა როლს, ზოგმა დაირქვას რომ პოლიტიკოსია, ზოგმა - მერობის კანდიდატი და ა.შ. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა და ამის შემდეგ ობიექტური არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და როგორი კოალიციური მთავრობა უნდა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს