მედია - თურქეთის საგარეო მინისტრი უკრაინაში ჩადის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი 29-30 მაისს უკრაინას ეწვევა, - ინფორმაციას თურქული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ფიდანი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მაღალი დონის სხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან და უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან.

შეხვედრებზე მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავენ.

ამასთან, ფიდანი კიდევ ერთხელ გამოხატავს თურქეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზს გაუსვამს ომის დიპლომატიური გზით დასრულების და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ფიდანი გამოხატავს თურქეთის მზადყოფნას, უმასპინძლოს კიევსა და მოსკოვს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ის ასევე გამოხატავს ანკარის მზადყოფნას, შეასრულოს როლი უკრაინის რეკონსტრუქციაში და ხაზი გაუსვას შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

შეგახსენებთ, ჰაკან ფიდანი 26-27 მაისს რუსეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების მცდელობები და მეომარ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ განვითარებული მოვლენები განიხილეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა