„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური

„სოკარი“ აგრძელებს ახალ სტანდარტებზე გადასვლას და მომხმარებლებისთვის თანამედროვე გამოცდილების შექმნას. განახლებული ავტოგასამართი სადგური დავით აღმაშენებლის ხეივანში უკვე შავი კონცეფციის დიზაინით ხვდება მძღოლებს – მინიმალისტური ესთეტიკა, კომფორტული გარემო და ტექნოლოგიური ინოვაციები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ამავე ობიექტზე განახლდა WAY MART-ის სუპერმარკეტიც, სადაც მყუდრო გარემოში წარმოდგენილია მრავალფეროვანი არჩევანი და კომფორტული, სწრაფი მომსახურება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკომეგობრული ტრანსპორტის მიმართულებასაც. ახალ, შავი კონცეფციის ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟდა ელექტროდამტენი. ზოგადად, ელექტროძრავიანი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება სოკარის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ სოკარი იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც 2017 წელს დანერგა EV დამტენების სერვისი ავტოგასამართ სადგურებზე.

დღესდღეობით კომპანიას აქვს 20 ელექტროდამტენი, რომლებიც 15 სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზეა განთავსებული. სოკარი ასევე პირველი იყო საქართველოში, ვინც საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელების დამონტაჟება დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ადასტურებს კომპანიის ერთგულებას ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების მიმართ.

„სოკარი“ უკვე ოპერირებს შავი კონცეფციის 3 ავტოგასამართი სადგურით და 2025 წელს დაგეგმილია კიდევ ორი ახალი ობიექტის გახსნა. ეს ინიციატივა წარმოადგენს კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და პრემიუმ ხარისხის გამოცდილების დანერგვას საქართველოს მასშტაბით.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება