პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს - საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის უარის მრავალი ფაქტის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის რისკს, მათ შორისაა დემონსტრაციებში მონაწილეობა

გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც შესვლაზე უარის თქმის რისკს ზრდის, - ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, საელჩო მათ აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის უცხოელებს დაეკისროთ.

„საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში