თენგიზ შარმანაშვილი - რაც ნიკა მელიამ გააკეთა, გააკეთა თავისი ნებით, იცოდა, რაც გირაოს გადაუხდელობას მოჰყვებოდა - არასერიოზულად გამოიყურება, როდესაც კანონს ასე ეთამაშება და ჰგონია, რომ ეს მას პოლიტიკურ ქულებს მატებს, არაფერს არ მატებს

რაც ნიკა მელიამ გააკეთა, გააკეთა თავისი ნებით - მან ძალიან კარგად იცოდა, ჩვენც მრავალჯერ გავაფრთხილეთ, რა მოჰყვებოდა თუ არ შეასრულებდა საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას, რომ გამოცხადებულიყო კომისიის სხდომაზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „რა პოლიტიკური მოტივი აქვს ეს მელიას გადასაწყვეტია, მაგრამ უკვე არასერიოზულად გამოიყურება, როდესაც კანონს ასე “ეთამაშება” და ჰგონია, რომ ეს მას პოლიტიკურ ქულებს მატებს”.

„მან ეს შეგნებულად დაარღვია - იცოდა პასუხისმგებლობის თაობაზე და საქმე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. კომისიას ალტერნატივაც კი არ გვაქვს, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულია, რა თქმა უნდა, პროკურატურაში უნდა გადავაგზავნოთ. ეს ჩვენს კეთილ ნებაზეც აღარ არის დამოკიდებული. მას აღკვეთი ღონისძიებით გირაოს გადახდა შეეფარდა და ძალიან კარგად იცოდა, რა მოჰყვებოდა გირაოს გადაუხდელობას. ეს [შედეგი] მოჰყვება მსოფლიოში ყველგან, სადაც გირაოს მექანიზმი მოქმედებს. თუ არ გადაიხდი გირაოს აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში - ანალოგიური შედეგი დადგება. ის ისევ შეგნებით აკეთებს ამას და უკვე არავის ნებაზე არ არის დამოკიდებული ის, რაც შეიძლება სასამართლომ გადაწყვიტოს. ასრულდება კანონის მოთხოვნა და ეს იქნება.

რა პოლიტიკური მოტივი აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ უკვე არასერიოზულად გამოიყურება, როდესაც კანონს ასე ეთამაშება და ჰგონია, რომ ეს მას პოლიტიკურ ქულებს მატებს. არაფერს არ მატებს და პასუხსაც კანონის შესაბამისად აგებს”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე