კურიერებმა, რომლებმაც სპორტის სასახლის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, პარლამენტში და მთავრობის ადმინისტრაციაში საკუთარი მოთხოვნებით წერილები შეიტანეს - ისინი სახელმწიფო სტრუქტურებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში დასაქმებულმა კურიერების ნაწილმა საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ადმინისტრაციაში დოკუმენტი შეიტანეს, სადაც მათი მოთხოვნებია გაჟღერებული.

ისინი საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას და სატარიფო პოლიტიკის

და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას მოითხოვენ.

კურიერები უწყებებში შეტანილ წერილში ეჭვს გამოთქვამენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა საკურიერო კომპანიაში არიან დასაქმებულები, შესაძლოა საქართველოში მუშაობის ნებართვა არ აქვთ.

„ბოლო ერთი წლის წლის განმავლობაში შესამჩნევია, რომ ორმა კომპანიამ ე.წ. “პარტნიორის ხელშეკრულება” გააფორმეს და კურიერად მუშაობა დააწყებინეს უცხოეთის მოქალაქეებს ისე, რომ შესაძლოა, არ ჰქონდეთ “უცხოელთა მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “დ.ა.” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში ლეგალურად მუშაობისთვის აუცილებელი საიმიგრაციო D1 კატეგორიის ვიზა. ასევე, სავარაუდოა, რომ “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლით დადგენილი ვალდებულების საწინააღმდეგოდ შპს “გლოვოაფფ ჯორჯიას” და “ვოლტ ჯორჯიას” შრომითი იმიგრანტების რეგისტრაციის მიზნით არ მიუმართავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის. ისიც შესაძლებელია, რომ თავად კურიერებსაც არ ჰქონდეთ საქართველოში ლეგალურად ყოფნისა და მუშაობის უფლება, თუმცა არიან და მუშაობენ.

2025 წლის 22 მაისს საჩივრებით მივმართეთ სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურსა და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს, რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ პრობლემაზე და დაიწყონ ინსპექტირება/გამოძიება“,- აღნიშნულია წერილში.

მანამდე კურიერებმა თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

კურიერების განმარტებით, ისინი ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას გეგმავენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ყოველ ხუთშაბათს “ვოლტი” და “გლოვოს” კურიერები არ გამოიძახონ.

ამასთან, როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციაში და საქართველოს პარლამენტში დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ, ისინი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა