მიხეილ სააკაშვილი - გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას - ჩვენ საუკეთესოებს ვაწინაურებდით

გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას და ამათ მინისტრად დააწინაურეს - ესაა განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის, ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმითვე, „უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ეს რეჟიმი პრაქტიკულად, დასრულებულია“.

„გუშინ რომ დანიშნეს შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას და ამათ მინისტრად დააწინაურეს. ეს არის განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის. ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს, საუკეთესოები მიდიოდნენ წინ და მთელს მსოფლიოში არიან მოდებულები. ძალიან ბევრი თაობის კონსულტანტები არიან, ბიზნეს კონსულტანტები არიან და ამ ხალხს მართლა აქვს გასავალი იმიტომ, რომ ჩვენი პერიოდის ყველაზე საამაყო ავტორები იყვნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ბრძოლა გავშალოთ, გავაძლიეროთ. მე ტყუილად არ ჩამოვსულვარ, ტყუილად არ გადავდე თავი. ხომ ხედავთ, მეგობრებო, ყველაფერი რაზეც მე გაფრთხილებდით, ყველაფერი, რისიც მეშინოდა, ყველაფერი, რაზეც ხმამაღლა, გავყვიროდი მთელი ეს წლები, თავიდან ბოლომდე მართალი, სიმართლე აღმოჩნდა. უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ეს რეჟიმი პრაქტიკულად, დასრულებულია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინვე წარადგინა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა