შალვა პაპუაშვილი - პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს, როგორც მოდერნიზატორს და დემოკრატს - მათი ნაქები სააკაშვილის სისტემა იყო ასეთი, რაც დღეს უკვე დადასტურებულად მოვისმინეთ სასამართლოს განაჩენით

ციხეებში ადამიანს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სხვის გაუპატიურებას აყურებინებდნენ, გაუპატიურების იმიტაციას უტარებდნენ, ამას იღებდნენ ფირზე, რომ შემდეგ ეს ვიდეოები გაევრცელებინათ, ძალით აწერინებდნენ აღიარებას არარსებული დანაშაულისა - ეს დადასტურდა დღეს და ამას ეძახის პოლონეთის მთავრობა დემოკრატ და მოდერნიზატორ ხელისუფალს - მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „როდესაც მთავრობა დიქტატორს და მწამებელს უყურებს და ამას ან არ იმჩნევს ან მალავს, ის ან არაკეთილსინდისიერია ამ მხრივ, ან გამოუცდელია და ვერ ამჩნევს რა არის სიმართლე“.

„კითხვაც იყო პოლონეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით. 2 დღის წინ „ტროიკას“ განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, რომელიც რაღაც საყვედურებს გვითვლიდა დემოკრატიასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს, როგორც მოდერნიზატორს და დემოკრატს. აი, ამ პოლონეთის სამინისტროს მიერ ნაქები მიხეილ სააკაშვილის სისტემა იყო ასეთი, რაც დღეს უკვე დადასტურებულად მოვისმინეთ სასამართლოს განაჩენით. ციხეებში ადამიანს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სხვის გაუპატიურებას აყურებინებდნენ, გაუპატიურების იმიტაციას უტარებდნენ, ამას იღებდნენ ფირზე, რომ შემდეგ ეს ვიდეოები გაევრცელებინათ. ძალით აწერინებდნენ აღიარებას არარსებული დანაშაულისა და ეს დადასტურდა დღეს. ამას ეძახის პოლონეთის მთავრობა დემოკრატ და მოდერნიზატორ ხელისუფალს - მიხეილ სააკაშვილს. ასე რომ, რა თქმა უნდა, როდესაც პოლონეთის მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო რაღაც კითხვის ნიშნებს აყენებს საქართველოში დღეს არსებული დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებზე, რა თქმა უნდა, მათი სიტყვის დამაჯერებლობა დაბალია. როდესაც მთავრობა დიქტატორს და მწამებელს უყურებს და ამას ან არ იმჩნევს ან მალავს, ის ან არაკეთილსინდისიერია ამ მხრივ, ან გამოუცდელია და ვერ ამჩნევს რა არის სიმართლე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) დამნაშავედ ცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ალექსანდრე მუხაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის