მიხეილ სააკაშვილი - რაღაც ფულის გაფლანგვისთვის მასამართლებენ, ჩვეულებრივი საპრეზიდენტო ხარჯებისთვის - ესენი კი წარმოუდგენლად გაზულუქდნენ, მე რა, სულელი ვიყავი, რომ ხელისუფლებაში ფულს არ ვაკეთებდი? ამიტომ მაქვს ხალხის მხარდაჭერა

ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო იმიტომ, რომ თუ ესენი არ ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც სრულიად დაუცველი ვიქნებით რუსეთის აგრესიისგან,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის განმარტებით, ის საოკუპაციო რეჟიმის პირადი პატიმარია.

„ეს ყველა შემთხვევაში თავიდან უნდა ავიცილოთ. ამისთვის ჩვენ უნდა გვყავდეს პატრიოტული, საქართველოს მსახური ხელისუფლება და არა საოკუპაციო ხელისუფლების პირდაპირი მანქურთები, პირდაპირი დამქაშები“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, მას ასამართლებენ ფულის გაფლანგვისთვის, თუმცა სააკაშვილი ირწმუნება, რომ ხალხის ხარჯზე არასდროს გამდიდრებულა.

„მე ვარ საოკუპაციო რეჟიმის პირადი პატიმარი. ამის გარდა, ის უსამართლობა, რაც ჩემ მიმართ არის, ეს არის წინასწარ დაწერილი სცენარი და გათვლილი „ეფესბეს“ კაბინეტებში. მასამართლებენ რაღაც ფულის გაფლანგვაზე, ჩვეულებრივი საპრეზიდენტო ხარჯებისთვის, როცა ჩემს შვილს, ალისას ენატრება ცალკე ოთახი იმ ბინაში, რომელშიც ცხოვრობს... ესენი წარმოუდგენლად გაზულუქდნენ. მე რა სულელი ვიყავი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ფულს არ ვაკეთებდი? სულელი კი არ ვიყავი, ეს იყო და არის ჩემი მრწამსი, რომ არც შეიძლება საკუთარი, მით უმეტეს ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრება, არ შეიძლება ქონების, ტყეების, მიწების მითვისება. ამათ ყველას სულელი ვგონივარ, რომ მე ამას არ ვაკეთებდი. სულელი კი არ ვარ, ამიტომაც მაქვს ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მან საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ სამშობლოში დასაბრუნებლად მოემზადონ.

სააკაშვილის განმარტებით, მათ ყველას ექნებათ საარჩევნო ხმა, რომ საკუთარი ქვეყნის ბედი თავად გადაწყვიტონ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე