Reuters - გარემოცვა დონალდ ტრამპს საბოლოოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვა მას საბოლოოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, რესპუბლიკელთა ნაწილი კონგრესში და თეთრი სახლის მრჩევლები მას მოუწოდებენ, საბოლოოდ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმის ფონზე, რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები გაააქტიურა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების იმედი ჯერ კიდევ აქვს და ის სანქციებს მოსკოვთან დაძაბულობის ესკალაციად აღიქვამს, რამაც ცეცხლის შეწყვეტის იმედებს შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს.

ამავდროულად, მისი მრჩევლების თქმით, პუტინთან დაკავშირებით ტრამპის იმედგაცრუება გულწრფელი და სულ უფრო მზარდია.

მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი სერიოზულად განიხილავს სანქციებს მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში რუსეთმა თავისი თავდასხმები გაააქტიურა.

“ის ზეწოლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ეს განსხვავებული ვითარება არ არის. ის ყოველთვის აფასებს ვარიანტებს”, - განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც ტრამპის მრჩევლები უჭერენ მხარს, არის ის, რომ პრეზიდენტმა მხარი დაუჭიროს ან ხელი არ შეუშალოს სენატორი ლინდსი გრემისა (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალის (დემოკრატიული პარტია) მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც 500%-იან ტარიფებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.

ორი წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას სჯერა, რომ მეორადი სანქციები (სანქციები არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ქვეყნებზეც, რომლების რუსეთთან საქმეს აწარმოებენ) მნიშვნელოვანია მათი ეფექტურობისთვის.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა