ტატა ხვედელიანი - თვალჭრელიძის №1-ში, ორი წელია 120  ოჯახი ცხოვრობს უკიდურესად მძიმე სოციალურ და ყოფით პირობებში - ქალაქის მთავრობა მათ უცხადებს, რომ უნდა დატოვონ ტერიტორია, შესაბამისი უწყებები კი ძალის გამოყენებით აპირებენ მათ გამოყვანას

თბილისის საკრებულოს ფრაქციის “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩა №1-ში მცხოვრები 120 ოჯახი მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფება და საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნული ოჯახები, მათ შორის მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი პირები, იძულებული გახდნენ შესახლებულიყვნენ მიტოვებულ შენობაში, სადაც უკვე ორი წელია ცხოვრობენ უკიდურესად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში.

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მოუწოდებს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ ოჯახებთან მათი ინტერესების გათვალისწინებისთვის საუბარი.

“თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის №1-ში, ორი წელია 120 ოჯახი ცხოვრობს უკიდურესად მძიმე სოციალურ და ყოფით პირობებში. ეს ადამიანები, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახები და სოციალურად დაუცველები, იძულებული გახდნენ, შესახლებულიყვნენ მიტოვებულ შენობებში.

ამ ოჯახებმა საკუთარი ძალებით, უმნიშვნელო რესურსებით, მოახერხეს შენობის პირობების მცირედი გაუმჯობესება - უზრუნველყვეს მინიმალური საცხოვრებელი პირობები, რომ თავი შეეფარებინათ. მათთვის ეს სივრცე ერთადერთი თავშესაფარი გახდა.

ახლა კი ქალაქის მთავრობა მათ უცხადებს, რომ უნდა დატოვონ აღნიშნული ტერიტორია, შესაბამისი უწყებები კი ძალის გამოყენებით აპირებენ მათ გამოყვანას.

ბოლო თვეში უკვე დაიწყო აღსრულების პროცედურები, ადგილზე გამოჩნდნენ საპატრულო ეკიპაჟები და დემონტაჟის ბრიგადები, რაც ამძაფრებს ადამიანების შიშს და გაურკვევლობას.

ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ დღემდე ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონია არც ერთი მცდელობა დალაპარაკებოდა ამ ხალხს - გამხდარიყო მედიატორი მეპატრონესა და მოსახლეობას შორის, რომ გამართულიყო მოლაპარაკება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისთვის.

თბილისის მერია არაფერს ეუბნება იმ 120 ოჯახის 400-ზე მეტ წარმომადგენელს, იმ შემთხვევაში თუ დატოვებენ შენობებს, რა ბედი ელით მათ - რა ალტერნატიულ გზას სთავაზობს მუნიციპალიტეტი.

ქალაქში, რომლის მერიც მუდმივად საუბრობს ურბანულ განვითარებასა და სოციალურ ინკლუზიაზე, ადამიანების ასეთი მძიმე მდგომარეობის სრული უგულებელყოფა ადგილობრივი ხელისუფლების რეალურ სახეს აჩვენებს - მათ მოსახლეობა მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ, ისინი არ ზრუნავენ ადამიანებზე, ზრუნავენ მხოლოდ კორუფციაზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზე.

მოვუწოდებთ, ადგილობრივმა და ცენტრალურმა ე.წ. ხელისუფლებამ გამოიჩინოს ელემენტარული პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ ოჯახებთან მათი ინტერესების გათვალისწინებისთვის საუბარი.

ჩვენი ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დეპუტატები ვთავაზობთ სივრცეს და გამოვხატავთ ჩართულობის მზაობას ჩვენი მოსახლეობისთვის ამ საარსებოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია