ირაკლი კობახიძე - უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გავაჟღერე

მქონდა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გავაჟღერე ის გზავნილები, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრულ მხარეს კონფერენციის ორგანიზებისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ვიქტორ ორბანს, რომელიც იყო მთავარი მასპინძელი, მასთან გვქონდა ასევე ორმხრივი შეხვედრის გამართვის საშუალება, ასევე ამ ფორმატში მქონდა იმის საშუალება, მესაუბრა სხვადასხვა პოლიტიკოსთან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის კონგრესმენებთან იმ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის პოზიციებთან. მთლიანობაში იყო საინტერესო ვიზიტი და მადლობა უნგრულ მხარეს ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა