ირაკლი კობახიძე - მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ჩვენ ეს არავისგან გვესწავლება - რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს? - ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი

მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ჩვენ ეს არავისგან გვესწავლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც საფრანგეთისა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს სტუმრების მიმართ და ასევე, როგორია ქართველების მიმართ დამოკიდებულება შესაბამის ქვეყნებში.

„როდესაც 33 ათასზე მეტი მოქალაქე შემოდის ქვეყანაში და აქედან მხოლოდ 16-ს ეთქმება უარი, ეს ხომ ყველაფერს ცხადყოფს. პირიქით, პოლონეთის სტატისტიკა რომ ავიღოთ, 750 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე. ყველაფერი ნათელია, ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი. არავითარ აქციებში არ მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მათ უარი უთხრეს პოლონეთში შესვლაზე.

რაც შეეხება აქციებში მონაწილეობას, ეს რომ არის გამოტანილი ერთ-ერთ საკითხად ამ განცხადებებში, ეს არის გაუგებარი. რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს? ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტატისტიკა რომ ავიღოთ, ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული სტატისტიკა და მეორე მხრივ, პოლონეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებული სტატისტიკა, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი - როგორია ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს სტუმრების მიმართ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი, ამას ცხადყოფს სტატისტიკა და როგორია ქართველების მიმართ დამოკიდებულება შესაბამის ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში და საფრანგეთში, რასაც ცხადყოფს შესაბამისი სტატისტიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორებზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოში არშესვლის რისკის წინაშე დააყენოს, მათ შორის პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში აქტიურობა.

ამასთან, პოლონეთის საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს: „საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის უარის მრავალი ფაქტის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის რისკს, მათ შორისაა დემონსტრაციებში მონაწილეობა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე