ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის არ არის საინტერესო, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, საქართველოში შედგება სრულფასოვანი არჩევნები

მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, გარე დავალებების საფუძველზე არ შესულიყვნენ პარლამენტში, რითაც მათ დაკარგეს მთავარი ტრიბუნა, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას.

„ოპოზიციაში დაპირისპირება არის სისუსტის ნიშანი, ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც არის იმ პროცესების შედეგი, რაც გამოვიარეთ ჩვენ არჩევნების შემდეგ. ისინი იძულებული გახდნენ, გარე დავალებების საფუძველზე არ შესულიყვნენ პარლამენტში, შესაბამისად, მათ დაკარგეს მთავარი ტრიბუნა, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას. ასეთ პირობებში მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო, საინტერესო არც ის არის, თუ ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, ასეც და ისეც საქართველოში შედგება სრულფასოვანი არჩევნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიაზე „გახარია საქართველოსთვის“ და აღნიშნა, რომ „რეალურად, გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი”.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის 12 დეპუტატს არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში.

„რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 12 დეპუტატს არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია, შემდეგ საშემოდგომო სესიაზე დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს