კიტ კელოგი -  სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები დაესწრებიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში, რომელიც 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება, მონაწილეობას აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული ლიდერების მრჩევლები უსაფრთხოების საკითხებში

კელოგის თქმით, მოსალოდნელია, რომ ისინი ცალ-ცალკე შეხვედრებს გამართავენ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებთან.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინისგან მიიღო 22-პუნქტიანი მემორანდუმი, რომელშიც აღწერილია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები. ეს დოკუმენტი პარიზსა და ლონდონში ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებების შედეგია.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინას ჯერ არ მიუღია რუსეთის მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებით. კელოგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პასუხის ამ არარსებობამ, შეიძლება, სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან უკრაინის დელეგაციის გასვლა.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი პუტინს ესაუბრა, მან თქვა, რომ მემორანდუმს ერთ კვირაში წარადგენდა. მაგრამ ჩვენ ის ჯერ კიდევ არ გვინახავს. უკრაინელებს ის არ უნახავთ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, ვკითხე, ნახა თუ არა და მან უპასუხა, რომ არა. ასევე ვესაუბრე უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს, რუსტემ უმეროვს, რომელიც მომავალ კვირას სტამბოლში მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს. არც მას უნახავს მემორანდუმი“, - აღნიშნა კელოგმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანია ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ჰაერში, ხმელეთზე, ზღვაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ