ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

წინა სასამართლო სხდომებზე, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები და გამომძიებლები გამოიკითხნენ. ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აღნიშნულ საქმეზე აჭარის პოლიციის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ჩვენებაც მოისმინა, მათ შორის, მოწმის სახით გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე გამოიკითხნენ.

ასევე, სასამართლო სხდომაზე მხარეებმა 11 იანვარს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაღებული ვიდეო მასალები განიხილეს.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მათი თქმით, ირაკლი დგებუაძის მიმართ სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაულს არ წარმოადგენს. როგორც ისინი აცხადებენ, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, სასამართლოს ცრუ ჩვენებას აძლევენ და გაყალბებული ფაქტებით საუბრობენ.

მზია ამაღლობელი საპატიმროში ხუთი თვეა იმყოფება, ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ის ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის