GCCA-იმ მანგანუმის მადნის მოპოვება, შეძენა, რეალიზაციის ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მანგანუმის მადნის მოპოვება, შეძენა, რეალიზაციის ბაზარზე, ფ/პ გურამ თალაკვაძის მიერ შპს „მნკორპის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„სააგენტომ შეისწავლა - მანგანუმის მადნის მოპოვების ბაზარი, ხოლო შპს „მნ გრუპი - 2021“-ის ფეროსილიკომანგანუმის გაყიდვები ექსპორტის დონეზე, ვინაიდან შიდა ბაზარზე რეალიზაციის მოცულობა მისი საერთო გაყიდვების მცირე ნაწილს შეადგენდა.

ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 30-ზე მეტი ეკონომიკური აგენტი. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 149 755 401.50 კგ. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი გაუტოლდა 2849.7 ერთეულს, რაც მაღალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

მანგანუმის მადნის მოპოვების ბაზარზე, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 5 ეკონომიკური აგენტი. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 967 242 ტონა. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 9871.5 ერთეულს, რაც მაღალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

სააგენტოს პოზიციით, ორივე შესწავლილი ბაზარი, განსაკუთრებით კი მანგანუმის მადნის მოპოვების ბაზარი, 2023 წლისთვის, მაღალკონცენტრირებული იყო, თუმცა შპს „მნკორპისა“ და შპს „ მნ გრუპი - 2021“-ის საბაზრო წილები შესაბამის ბაზრებზე მცირე აღმოჩნდა. შეფასებულ ბაზრებზე კონცენტრაციის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი არ იყო კავშირში კონცენტრაციის ფარგლებში შესაფასებელი სუბიექტების საბაზრო მდგომარეობასთან და ის განპირობებული იყო ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილითა და თავად ბაზრის სტრუქტურით. შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენდა.

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2025 წელს, GCCA-იმ თანხმობა გასცა 9 კონცენტრაციაზე. ამ ეტაპზე, 1 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს