ადვოკატი - სასამართლოსგან მოვითხოვეთ, უზრუნველყოს ნიკა მელიას ეტაპირება დღევანდელ პროცესზე, სადაც მას შესაძლებლობა მიეცემა ისაუბროს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რომელსაც გუშინ მასთან მიმართებით ჰქონდა ადგილი

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლოს წერილობით მიმართეს, რითაც ითხოვენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლო პროცესს დაესწროს. საუბარია სასამართლო პროცესზე, რომელიც ეხება საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რისთვისაც ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ადვოკატის თქმით, პროცესი დღეს, ამ საქმეზე 14:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა ის, რაც გუშინ ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოხდა, „სამართლებრივი სივრციდან გასული ქმედებაა, თვითნებობაა, რომელიც არათუ პოლიტიკური ლიდერის, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქის მისამართითაც არ შეიძლება რომ განხორციელდეს“.

„გუშინ, ღამის საათებში ნიკა მელია კრიმინალური წესით გაიტაცეს პოლიციის თანამშრომლებმა. ის ამჟამად მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში. მისი ბრალდების საქმეზე დღეს, 14:00 საათზე ჩანიშნულია წინასასამართლოს სხდომა. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ, სასამართლოს წერილობით ოფიციალურად მივმართეთ და მოვთხოვეთ, რომ ვინაიდან ნიკა მელია უკანონოდ არის დატყვევებული, პოლიციის თანამშრომლების მიერ, უზრუნველყოს ნიკა მელიას ეტაპირება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას შესაძლებლობა მიეცემა დეტალებში მოყვეს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რომელსაც გუშინ მასთან მიმართებით ჰქონდა ადგილი პოლიციის ათეულობით მუშაკის მხრიდან. აქედან, გამომდინარე, ბრალდებულის უფლებაა ესწრებოდეს მის სასამართლო პროცესს. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე შვანგირაძე კანონს არ დაარღვევს და უზრუნველყოფს ბრალდებულის მოყვანას სასამართლოში, სადაც გავიგებთ უფრო მეტ დეტალს იმ დანაშაულების შესახებ, რასაც გუშინ ღამით მისი დაკავებისას ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს