პაატა დავითაია ნიკა მელიას დაკავებაზე - ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს

პოლიტიკოსების დაკავებები იმ ფორმით, რაც ხდება ბოლო პერიოდში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს და სახელმწიფო ინტერესებს. ხელისუფლებამ, რომელიც პასუხისმგებელია მიმდინარე მოვლენებზე, უნდა გააკეთოს დასკვნები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკოსი, რადგან ეს პროცესები ჩიხში შეიყვანს ქვეყანას,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ყველამ გვერდით უნდა გადადოს ყველანაირი პირადი წყენა და დაპირისპირება.

„ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას დაკავებები ასეთი ფორმით, როდესაც არსებობს წინაპირობა არ განხორციელდეს დაკავება, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, აჩენს შეკითხვებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, რასაც მოსდევს მწვავე შეფასებები და სანქციები ჩვენი პარტნიორებისგან.

პროცესი, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, აღიქმება როგორც პოლიტიკური ოპონენტების დევნა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკოსი, რაც შესაძლებელია არსებული სამართლებრივი რესურსებით.

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესებს ყველამ გვერდით უნდა გადადოს ყველანაირი პირადი წყენა და დაპირისპირება, რაც მნიშვნელოვანი იქნება პროცესის გაჯანსაღებისა და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის