ნიკა გვარამია - შეხვედრაზე არა მარტო სენატორი, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იყვნენ - ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ასრულებს ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს

შეხვედრაზე არ იყო მარტო სენატორი, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც - ბუნებრივია, ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ახლა ასრულებს იმ ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სენატორი სტივ დეინსთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით.

„თავისთავად ცხადია, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა იყო დაკავებები, განსაკუთრებით, ნიკა მელიას დაკავება. შეხვედრაზე არ იყო მარტო სენატორი, იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. ბუნებრივია, ვუთხარით, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო ქვეყანა, ვინაიდან ახლა ასრულებს იმ ინტერესებს, რაც რუსეთს აქვს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით და ვერავინ იხეირებს - ვერც ქართველი ხალხი ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი დასავლეთი.

ძალიან დიდი შეშფოთებაა მიმდინარე პროცესებით. საუბარი გვქონდა, რომ პირველად სამივე კავკასიური ქვეყნის ისტორიაში, პირველად საქართველო აღმოჩნდა იქ ქვეყანა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუბიომ თქვა, რომ ანტიამერიკული მთავრობაა, ეს სიმართლეა, კი ანტიამერიკული მთავრობაა საქართველოში, რომელიც უნდა დავამხოთ“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს