კახა კალაძე პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიმართვაზე - ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, რომელიც მიმართულია ეკონომიკური წინსვლის ხელის შეშლისკენ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიმართვა საკუთარი მოქალაქეებისადმი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, არის მავნებლობა.

კახა კალაძის განმარტებით, ნებისმიერ უცხოელს შეუძლია საქართველოში შემოსვლა, თუ მას ბოროტი ზრახვები არ ამოძრავებს.

„ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, სხვას ვერაფერს დავარქმევ და მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შექმნან ქვეყანაში. ტურისტული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. წლიდან წლამდე ყოველთვის ტურისტების რაოდენობა იზრდება და ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ ამ სექტორის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქალაქის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ძალიან კარგი სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეფარდებაა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა არშემოშვებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას ვიღაცის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ ქვეყნის ინტერესებით.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ უცხოელს, შეუძლია საქართველოში შემოვიდეს და გარკვეული დრო ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში გაატაროს, თუ ის ბოროტი ზრახვებით არ არის გამსჭვალული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი